• მომსახურება ბინაზე  

     

    სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევები და კვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები თქვენთან სახლში ან სხვა კლინიკაში.

  • ლაბორატორია ბინაზე

     

    თქვენთვის საჭირო ლაბორატორიული კვლევები სახლიდან გაუსვლელად. დაზოგეთ დრო და ფინანსები. პასუხები მოგივათ საიტის პირად გვერდზე.

  • დისტანციური კონსულტაცია

    ინფორმაციის გაცვლა ხდება  OFF-LINE  რეჟიმში - კონსულტანტი პაციენტის შესახებ ინფორმაციას იღებს ტექსტის, სურათების და მოკლე ვიდეო-შეტყობინების სახით, პირდაპირი ვიზუალური კავშირის გარეშე.

  • ვიდეო კონსულტაცია

    ინფორმაციის გაცვლა ხდება    ON-LINE  რეჟიმში - კონსულტანტისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, შეკვეთაში მითითებულ დროს ხორციელდება პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი ექიმსა და პაციენტს შორის.

  •       დისტანციური / ვიდეო კონსულტაცია

       - ეს არის პაციენტისთვის ფიზიკურად და ფინანსურად დამზოგავი პროცედურა;

     -  21 -ე საუკუნის პირველადი ჯანდაცვის აუცილებელი ატრიბუტი;

     -  ტელემედიცინის ძირითადი შემადგენელი ნაწილი.

     

  • ავტორიზაცია / რეგისტრაცია

    იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი სერვისებით, აუცილებლად გაიარეთ რეგისტრაცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში თქვენთვის შეიქმნება პირადი გვერდი, რომელზეც განთავსდება ჩვენ საიტთან თქვენი ურთიერთობის ამსახველი ყველა დოკუმენტი.

  • პაციენტის ტრანსპორტირება

     

    ფასდაკლების ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ პაციენტის ან მიცვალებულის   ტრანსპორტირება საქართველოს ნებისმიერ ქალაქებს შორის.

  • კლინიკაში  ჩაწერა

     

    შეგიძლიათ სხვადასხვა კლინიკაში  წინასწარ ჩაეწეროთ თქვენთვის სასურველ ექიმთან კონსულტაციაზე, დიაგნოსტიკურ კვლევაზე, მანიპულაციაზე ან გეგმიურ ოპერაციაზე ფასდაკლების ვაუჩერის შეძენით.

  • კლინიკები
  • ლაბორატორიები
  • სამედიცინო დაწესებულებები
ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი

ექიმ ბუბნოვსკის ცენტრი

არაქირურგიული, ხერხემლისა და სახსრების (ოსტეოქონდროზის, მალთაშუა დისკოს თიაქრის, ხერხემლის გამრუდების, ართრიტის/ართროზის, კოქსართროზის 1 დახარისხის ) არა-ფარმაკოლოგიური მკურნალობა. მოტეხილობებისა და ტრავმების შემდგომი გამოჯანმრთელება. ქალთა ჯანმრთელობის კორექცია.

ექიმი ბუბნოვსკის სამედიცინო ცენტრი ერთ-ერთია იმ 110 ცენტრთაგან, რომლებიც მუშაობენ ს.მ. ბუბნოვსკის მეთოდიკის თანახმად როგორც რუსეთის ფედერაციაში ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ: ფინეთში, მონტენეგროს რესპუბლიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდოეთში, ირლანდიაში, კვიპროსზე, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ბელორუსიაში.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ს.მ. ბუბნოვსკის მიერ შემუშავებულ მეთოდს საფუძვლად უდევს - მოძრაობით მკურნალობა (კინეზითერაპია). მეთოდი თავისთავად მოიცავს ვარჯიშთა სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ხერხემლისა და მსხვილი სახსრების მიმდებარე ღრმა კუნთების გააქტიურებას. ამასთანავე აძლიერებს კუნთებში სისხლის მიმოქცევასა და აუმჯობესებს ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების კვებას; შესაბამისად მათი მკურნალობა-აღდგენისათვის იქმნება ყველანაირი საჭირო პირობა.

სერთიფიცირებული სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურ ვარჯიშთა შესრულება, დაგეხმარებათ თქვენ საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ისეთი დაავადებათაგან განკურნებასა და თავიდან აცილებაში, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკოს თიაქარი, ართრიტი, ართროზი, ასევე ხელს შეგიწყობთ ტრამვის შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესში.

ტელ. ნომერი - 274-88-99                                                           

მისამართი: ქ. თბილისი, ქ. წამებულის 50/18, შესასვლელი ბოჭორმის ქუჩის მხრიდან.

E-mail:  info@bubnovsky.ge

თბილისის გულისა და სისხლძარღვთა კლინიკა
კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი

შპს „ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“

საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური სამსახურის ოპტიმიზაციის მიზნით მოხდა თითქმის საუკუნოვანი

გამოცდილების მქონე ორი დაწესებულების შპს „ ქ.თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერის“

(მდებარე კონსტიტუციის ქ.4) შერწყმა სს „კანისა  და ვენსნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან“

(მდებარე ნინოშვილის ქ.55). ამ კედლებში აღიზარდა საქართველოს დერმატოვენეროლოგთა მრავალი თაობა.

მათ შორის ბევრი პროფესორი, მედიცინის დოქტორი, რომლებიც მრავალწლიანი მდიდარი გამოცდილებით და

ტრადიციებით აგრძელებენ მუშაობას შპს „კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნულ ცენტრში“.

 ცენტრში მუშაობს შემდეგი დეპარტამენტები:

დერმატოლოგიურიდერმატო-კოსმეტოლოგიური, სქესობრვი გზით გადამდებ დაავადებათა, ვირუსული ინფექციები,  ანდროლოგიური,  განყოფილება „ჯანმრთელობის კაბინეტი“, პუვა - თერაპიის კაბინეტი, სექსოლოგიის კაბინეტი, პოდოლოგიური კაბინეტი, ჰიდროკოლონოთერაპიიის კაბინეტი, სტაციონარული განყოფილება .

ცენტრი ამჟამად მდებარეობს ლუბლიანას ქ.5 (დიღომი, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობა).

პირველი საავადმყოფო

 

შ.პ.ს ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი "ენმედიცი" (წინანდლის ქ. N9)

შპს  „აკად. ვ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი ,,ენმედიცი“ წარმოადგენს სამკურნალო-დიაგნოსტიკურ დაწესებულებას, რომელიც მომხმარებელს თავაზობს მაღალი ხარისხის მრავალპროფილურ ამბულატორიულ და სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებას.

კლასიკური მედიცინის საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი, მრავალწლიანი გამოცდილება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების გამოყენება, კვლევის უახლესი მეთოდები, ულტრათანამედროვე აპარატურა, გამართული მენეჯმენტი - აძლევს საშუალებას ჩვენს კლინიკას დაიმკვიდროს საქართველოში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია სხვადასხვა მიმართულებებში. ეს ყოველივე გახდა საფუძველი იმისა, რომ 2013 წელს კლინიკამ მოიპოვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის სერტიფიკატი - ISO 9001:2008. 

დღეს ცენტრი წარმოადგენს ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ მრავალპროფილურ დაწესებულებას ამბულატორიული და სტაციონარული სერვისებით, მძლავრი ლაბორატორიით.  ცენტრს, ასევე, აქვს ფილიალი, რომელიც საოჯახო მედიცინის მიმართულებით ფუნქციონირებს.

ჩვენი ცენტრის ამბულატორიული მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

- ენდოკრინოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, თერაპია,  კარდიოლოგია, ნევროლოგია, ბავშვთა ნევროლოგია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, სექსოლოგია,  მამოლოგია,

 ოფთალმოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია,

ანგიოლოგია, დერმატოლოგია, საოჯახო მედიცინა,  პედიატრია, დენსიტომეტრია, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ასპირაციული ბიოფსია, რეაბილიტაცია, მანუალური თერაპია,  ფსიქოლოგიური სამსახური, დიაგნოსტიკური სამსახური.

წინანდლის ქ. №9, 0144 თბილისი (300 არაგველი)

საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 32 2 774 000

საკონტაქტო email: info@enmedic.com

ხარაგაულის კლინიკა

ხარაგაულის კლინიკა

ხეჩინაშვილის კლინიკა

ლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ

უკან დაბრუნება

© 2012 - 2017 შ.პ.ს. "მადლი". ყველა უფლება დაცულია
Created by WebPage.ge