ცოცხლად დარჩენილი – პირველი ოფიციალური ტრეილერი

რეჟისორი პიტერ ბერგი (Peter Berg), ამ წლის დასასრულში წარმოგვიდგენს მის ახალ შემოქმედებას მსახიობ მარკ უოლბერგთან (Mark Wahlberg) ერთად, რომელიც ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს. ფილმი ცოცხლად დარჩენილი/Lone Survivor გვიყვება ერთი წარუმატებელი ოპერაციის ისტორიას.

საქმე ეხება სამხედრო ოპერაციას “წითელი ფრთები”, რომელიც რეალურად ჩატარდა რვა წლის წინ და სრული ჩავარდნით დასრულდა. მისი ძირითადი დავალება იყო გაენადგურებინა თალიბების ლიდერი სახელად აჰმად შახი. საბოლოოდ, ოპერაციის დასრულების შემდეგ ცოცხლად დარჩენა გამოუვიდა მხოლოდ ერთადერთი განაყოფის უფროსს 4-დან. განაყოფიდან «Team 10».

მთავარ როლებს ასრულებენ: მარკ უოლბერგი (Mark Wahlberg), ბენ ფოსტერი (Ben Foster),ერიკ ბანა (Eric Bana) და სხვები. როგორც რეჟისორი ასევე სცენარისტია პიტერ ბერგი (Peter Berg). ფილმი გამოვა 2014 წლის 10 იანვარს და მისი პრემიერა გაიმართება აშშ-ში. წარმოგიდგენთ პირველ ოფიციალურ ტრეილერს.

 

346 - ნახვები სულ, 1 - ნახვები დღეს