შეშლილი მაქსის რიმეიქი შარლიზ ტერონის მონაწილეობით

Charlize Theron

შეშლილი მაქსის პირველი ნაწილი 1979 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე უდიდეს პოპულარობას მიაღწია, სწორედ ეს ფილმი იყო მაშინ ჯერ კიდევ უცნობი მსახიობის მელ გიფსონის პირველი სერიოზული ნამუშევარი და სწორედ ამ ფილმით მოიპოვა მან პოპულარობა. ფილმის დიდი წარმატების გამო რეჟისორმა ჯორჯ მილერმა ის ტრილოგიად აქცია და რამდენიმე ასეული მილიონის შოვნაც შეძლო.

რამდენიმე თვის წინ ჯორჯ მილერმა განაცხადა რომ აპირებს შეშლილი მაქსის რიმეიქის (ან სიქველის ან ფრიქველის – ჯერ ცნობილი არ არის) გადაღებას და დაამატა, რომ მისი სურვილია ფილმი კვლავ ტრილოგია იყოს. მან თავისი ჩანაფიქრის განხორციელება არ დააყოვნა და განცხადებიდან 1 თვეში სცენარი უკვე მზად ჰქონდა. რეჟისორმა არც მსახიობების შერჩევა მიანდო სხვას და პირადად დაიწყო ქასთის შერჩევა. უდავოა, რომ 67 წლის ხელოვანს გემოვნება არ დაეწუნება და თავისი მეგაპროექტისთვის შარლიზ ტერონი და ტომ ჰარდი შეარჩია, რათქმაუნდა არც მსახიობებს უთქვამთ ფილმში მონაწილეობაზე უარი, მითუმეტეს რომ პროექტი Warner Bros. Picture-მა იშვილა და რვა ნულიანი დაფინანსებაც გამოუყო.

Charlize Theron

შარლიზ ტერონს გუშინ 1 ივნისს საკმაოდ წარმატებული პრემიერა ჰქონდა ფილმისა ფიფქია და მონადირე. სურათმა ერთ დღეში $20 მილიონის მოგროვება შეძლო, რაც ჰოლივუდის სტანდარტებითაც კი ძალიან კარგი შედეგია. ფილმის შეინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, რადგან ფიფქიას ისტორია ყველამ კარგად იცის და ჩვენი ერთგული მკითხველიც კარგად არის გათვიცნობიერებული ამ კონკრეტული ვერსიაზე, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ტერონი ფილმში ბოროტი დედანაცვლის როლს ასრულებს, რომელსაც ახალგაზრდა ფიფქიას (კრისტენ სტიუარტი) მოკვლა სურს.

რაც შეეხება ფილმს, ჯერ-ჯერობით შეშლილი მაქსის ახალი ვერსიის შინაარსზე ცნობილი არაფერია, თუმცა ის იქნება პირდაპირი გაგრძელება ან რიმეიქი პირველი ტრილოგიისა. ორიგინალი ფილმის სიუჟეტი ვითარდება მომავლის ავსტრალიაში. “პოსტ-აპოკალიპტურ სამყაროში განუკითხაობამ და ქაოსმა დაისადგურა, ბაიკერების ჯგუფი კლავს ერთ-ერთი პოლიციელის – მაქსის ოჯახს, რის გამოც ის ნამდვილ შურისმაძიებლად იქცევა ბაიკერების წინააღმდეგ. შემდეგ ნაწილებში, მას შემდეგ რაც მაქსი შურს იძიებს ბაიკერებზე ხდება ნამდვილი დამცველი მშვიდობიანი ადამიანების კოლონიისა, რომელსაც სასტიკ სამყაროში მუდამ ემუქრებათ საფრთხე.”

The Third Floor-ის წარმომადგენელმა, რომელიც სპეც-ეფექტების შექმნაზეა პასუხისმგებელი განაცხადა, რომ ამ ფილმში იქნება ყველაფერი, რაც კი შეიძლება ბლოკ-ბასტერების მოყვარულებს დააინტერესდეთ: უმაღლესი დონის სპეც-ეფექტები, დახვეწილი live-action მომენტები და წარმოუდგენელი სარბოლო სცენები.

გადაღებები აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ რეჟისორმა Footage-ების გადაღება 1 კვირის წინ დაიწყო, ხოლო რეალური სტუდიური და არასტუდიური გადაღებები სავარაუდოდ ივნისის ბოლოს დაიწყება და ჯორჯ მილერიც დაპირებისამებრ პრემიერის თარიღს სწორედ ამ პერიოდში გაგვიმხელს.

გთავაზობთ შარლიზ ტერონის ერთ წუთიან ინტერვიუს, რომელიც MTV-ს ფიფქია და მონადირის გადასაღებ მოედანზე მისცა:

Charlize Theron
Charlize Theron

188 - ნახვები სულ, 2 - ნახვები დღეს