2011 წლის ზაფხულის ყველაზე სექსუალური ქალები (16+)

Sexiest Women

კაი ხანია დიდი და საინტერესო სტატია არ დამიწერია, ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად პატარა და ინფორმაციული ხასიათის სიახლეებით შემოვიფარგლებოდი. რამდენიმე დღის წინ პირველი თოვლი მოვიდა და ამით საბოლოოდ შევიგრძენი, რომ ზაფხული დამთავრდა და ზამთარი დაიწყო, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ სტატიით ზაფხულს გამოვშვიდობებოდი და დამეწერა ცხელი სტატია, რომელიც შეეხებოდა ზაფხულს და სექსუალურ გოგონებს… მაშ ასე ამ პოსტში მინდა, რომ მოკლედ მიმოვიხილო ზაფხულის ყველაზე სექსუალური ქალები და გამოვავლინო საუკეთესო მათგანი, სტატიის ბოლოს კი საშუალება გექნებათ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროთ გამოკითხვის ან კომენტარის საშუალებით. სტატია შეიცავს ზედმეტად თავისუფალ ფოტო მასალას და არანორმატიულ ლექსიკას, ამიტომ 16 წლამდე მოზარდებს ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ სრულიადში შემოსვლისგან.

წლევანდელი ზაფხული კინოსამყაროში ნამდვილი ბუმი იყო. 2011 წელს ბევრი საინტერესო ბრემიერა ვიხილეთ (X-Men: First Class, Thor), ბევრ ფილმსაც სამუდამოდ გამოვემშვიდობეთ (Harry Potter and the Deathly Hallows: Part 2) და ზოგის მოულოდნელი აღზევების მომსწრენი გავხდით (Final Destination 5), თუმცა ზაფხულმა ძალიან ბევრი ბიკინი და უფრო მეტი სიშიშვლე მოიტანა ფილმებში. არაფერი სჯობია 40 გრადუსიან სიცხეში იჯდე კინოთეატრის დარბაზში სადაც კონდიციონერების წყალობით ტემპერატურა 20 გრადუსამდეა დასული და უყურებდე ზაფხულის რომელიმე ცხელ ჰიტს…

თუმცა რომელი ფილმი იყო საუკეთესო? მე მცირე მიმოხილვას გავაკეთებ, ვერდიქტი კი თქვენთვის მომინდვია. მაშ ასე დავიწყოთ:

ნატალი პორტმანი (Natalie Portman )ტორი (Thor)

Natalie Portman

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა გოგონა ლეონიდან (Leon: The Professional) გაიზრდებოდა და გახდებოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი. ნატალი პირტმანი მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან მსახიობთა გილდიას, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მაყურებლის გაოცება, როგორც სამსახიობო ნიჭით (2011 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიაზე აიღო ოსკარი ფილმისთვის შავი გედი (Black Swan)) ისე საკუთარი სხეულით. ნატალიმ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სექსუალური ქალის იმიჯი დაემკვიდრებინა: მან თითქმის მთლიანად გაიხადა (Closer)… მან აკოცა ქალს (Black Swan)… მართალია მას ტორში გახდა არ მოუწია, თუმცა ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ამ მსახიობმა ფილმს განსაკუთრებული ელფერი შესძინა.

 

 

პენელოპე კრუზი (Penélope Cruz)კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნობ სანაპიროებზე (Pirates of the Caribbean: On Stranger Tides)

Penélope Cruz

კინოკრიტიკოსებში გავრცელებული ანეგდოტი: შეკითხვა – რა მოგეწონა ყველაზე მეტად ახალ კარიბის ზღვის მეკობრეებში? პასუხი – პენელოპე კრუზი! ალბათ ახალი ამბავი არ არის, რომ მეოთხე მეკობრეები ისეთი წარმატებული არ გამოდგა ვიდრე მისი წინამორბედი ტრილოგია, თუმცა ფილმში გამოჩენილმა ახალმა მთავარმა გმირმა – პენელოპე კრუზმა ფილმს დადებითი მიმართულება მისცა, რაც მეკობრეების მილიარდიანი შემოსეავლის წინაპირობად იქცა. 35 წლის ესპანელი მსახიობი დღეს მსოფლიოს 50 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის არის.

 

ჯენუარი ჯონსი (ჯენუარი ჯონსი), ჰოლი ბერი (Halle Berry)რებეკა რომინი (Rebecca Romijn), კელი ჰუ (Kelly Hu)იქს ადამიანები: პირველი კლასი (X-Men: First Class)

Sexy

პირველი კლასის რეჟისორმა მეთიუ ვოუნმა ყველაზე სექსუალური ქასთი შეარჩია თავისი ახალი ფილმისთვის და ამ ნაბიჯმა გაამართლა კიდეც, ფილმმა დახარჯული თანხის თითქმის სამმაგი ამოიღო. თითოეულ მსახიობს დაწვრილებით არ მიმოვიხილავ, თუმცა რამოდენიმე ფილმს დავასახელებ, სადაც მსახიობები განსაკუთრებით სექსუალურები იყვნენ. ჯენუარი ჯონსი მთავარ როლს ასრულებს AMC_ს რეიტინგულ დრამაში Mad Men, სადაც მსახიობს არც თუ ცოტა ეროტიკული სცენები აქვს. ჰოლი ბერიმ 2001 ოსკარი აიღო ფილმისთვის მონსტრების მეჯლისი, სადაც მისი და ბილი ბობ ტორონტონის ეროტიკული სცენა უკვე კლასიკადაა ქცეული. 2002 წელს დამწყებმა მსახიობმა რებეკა რომინიმ ანტონიო ბანდერასს გაუწია პარტნიორობა ფილმში საბედისწერო ქალი (Femme Fatale), სადაც რებეკას სტრიპტიზი ბილიარდის წინ წლის ნამდვილ ჰიტად იქცა და ყველასთვის უცნობი მსახიობი უცბად მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად იქცა. და ბოლოს კელი ჰუ – ამ მსახიობს დიდი წარდგენა არ სჭირდება, 2002 წელს მორიელების მეფეში შესრულებული მთავარი როლით 34 წლის მსახიობმა საბოლოოდ დაიმკვიდრა თავი სექსუალური ქალების პანთეონში.

 

ბლეიკ ლივი (Blake Lively)მწვანე ლამპარი (Green Lantern)

Blake Lively

ვინ არის ბლეიკ ლივი? ეს სახელი და გვარი ალბათ ყველამ იცის ვინც უყურებს ჭორიკანას, მათ შორის მეც და მე პირადად ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ ზაფხულის ერთ-ერთ უდიდეს კინომოვლენაში – მწვანე ლამპარში მთავარ როლს სწორედ ლივი შეასრულებდა. ცოტა ხნის წინ მსახიობს ჰაკერებმა მობილური ტელეფონი გაუტეხეს და ინტერნეტში გაავრცელეს ლივის შიშველი სურათები, რომლებიც მსახიობმა მობილურით თვითონვე გადაიღო (სურათების სრულ კოლექციას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ), თუმცა ამ სკანდალამდეც ის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი იყო.

 

როუზი ენტინგტონ ვაითლი (Rosie Huntington-Whiteley) და მეგან ფოქსი (Megan Fox)ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე (Transformers: Dark of the Moon)

Rosie Huntington-Whiteley Megan Fox

ამ ორ მსახიობზე უკვე ბევრი ითქვა და ბევრიც დაიწერა. ზოგი მეგან ფოქსის ერთგული რჩება და ტრანსფორმერების მესამე ნაწილში მსახიობის შეცვლას უარყოფითი შეფასება მისცა, ზოგმა კი როუზის სილამაზე და სამსახიობო ოსტატობას დადებითი შეფასება მისცა ზემოთ ნახსენებ ფილმში. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვიტყვი რომ მე პირველ ბანაკს მივეკუთვნები და მიუხედავად იმისა, რომ როუზი ძალიან სექსუალურია ტრანსფორმერებს მაინც ყოველთვის მეგან ფოქსთან ვაკავშირებ. რაც შეეხება როუზის უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ როუზი თავის როლს კარგად მოერგო და თავისი ფანტასტიკური გარეგნობის წყალობით ტრანსფორმერებს ახალი ელფერი შესძინა. დავამატებ ასევე იმ ფაქტს, რომ FHM_ის 2011 წლის გამოკითხვით 100 ყველაზე სექსუალურ ქალს შორის როუზი ჰენტინგტონ ვაითლი პირველ ადგილზეა.

 

როზარიო დოუსონი (Rosario Dawson)ჩემი შეყვარებული ზოპარკიდან (Zookeeper)

Rosario Dawson

შეიძლება ვინმე შემედავოს, მაგრამ ამ მსახიობზე ვერ ვიტყვი ლამაზიაო, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ თავისი შარმი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ 41 წლის არის უკვე მოასწრო, რომ 50_ზე მეტ ფილმში და 2 წარმატებულ სერიალში ეთამაშა. მსახიობმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სექსუალური ქალების რეტინგებში საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა და ეს მოახერხა კიდეც, რადგან ის ჩვენს პატარა მიმოხილვააშიც კი მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დოუსონს კლდემამოსილი ქალის იმიჯი არასდროს ჰქონია, საზოგადოებისთვის მაიც მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ 2004 წელს ფილმში ალექსანდრე (Alexander) მან საკუთარი გენეტალიების სრული დემონსტრირება მოახდინა.

 

მილა კუნისი (Mila Kunis)მეგობრული სექსი (Friends with Benefits)

Mila Kunis

მაშ ასე… მივადექით ჩემს პირად ფავორიტს!!! ბოლო დროს 28 წლის უკრაინელი მსახიობი ძალიან გააქტიურდა, ერთ დროს სულელუნას იმიჯის მქონე მსახიობი ნამდვილ ველურ კატად იქცა და წლიდან წლამდე სექსუალური ქალების რეიტინგში ის მუდმივ პროგრესს განიცდის. ამჯერად მილა FHM_ის გამოკითხვით 16 ადლიზეა, თუმცა ეჭვი არ მეპარება, რომ მალე მას პირველ ადგილზე ვიხილავთ.

 

ოლივია ვაილდი (Olivia Wilde)კოვბოები უცხოპლანეტელების წინააღმდეგ (Cowboys & Aliens)

Olivia Wilde

ფართო საზოგადოებამ ის პირველად FOX_ის რეიტინგული სერაილიდან – ექიმი ჰაუსიდან (House M.D.) გაიცნო, სწორედ იქ ითამაშა არაჩვეულებრივი ლესბოსური სცენა, რომლითაც მისი სექსუალური ქალის იმიჯის ჩამოყალიბება დაიწყო. ოლივიამ არაერთხელ მიიღო GQ_ს, MAXIM_ის და სხვა რეიტინგული მამაკაცების ჟურნალების ფოტოსესიებში მონაწილეობა. მსახიობი ყველაფერს ახლა იწყებს, ვნახოთ მომავალში რითი გაგვაოცებს…

 

მაშ ასე ოლივია ვაილდით ამ მიმოხილვას მოვრჩი, ვიცი, რომ ბერვი გამომჩა, თუმცა ვფიქრობ რომ საბოლოოდ მსახიობების ცუდი გილდია არ შემირჩევია. დასკვნა კი თქვენ გააკეთეთ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ რეიტინგში ჩემი ფავორიტი არის მილა კუნისი, თუმცა არჩევანის გაკეთება ადვილი არ არის, რადგან ყველა მათგანი განსაკუთრებულია და ყველას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა თქვენი აზრი საინტერესოა, ამიტომ გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ გამოკითხვაში.

ვინ არის 2011 წლის ზაფხულის ყველაზე სექსუალური მსახიობი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading …

959 - ნახვები სულ, 6 - ნახვები დღეს